14 წელი - ლიდერთა შორის!

კომპანია დაარსებულია 1997 წლის 23 ივნისს.

კომპანია დაფუძნებული იქნა გიორგი ცერცვაძის მიერ. ამჟამად მისი მმართველი პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: გიორგი ცერცვაძე (გენერალური დირექტორი), ნინო კალანდია (დირექტორი), მაია ცერცვაძე, ფრიდონ ალშიბაია.

1997 წლის 8 ივლისი - გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია.

1997 წლის ოქტომბერი - აიღო ლიცენზია ზოგად აუდიტში.

1997 წლის ნოემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს "იბერ-ინფო" (წილობრივი მონაწილეობა -75%); ამ ფირმის ბაზაზე მოხდა ცნობილი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის "ინფო ბუღალტერის" ქართული ვერსიის შექმნა და მისი გავრცელება საქართველოში. ამჟამად უნივერსალური საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა "ინფო ბუღალტერი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ პროგრამას ჩვენს ქვეყანაში. პროგრამის მომხმარებელთა შორის არიან ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორებიცაა შპს "საქაერონავიგაცია", სს "ენგურჰესი", შპს "თბილავიამშენი", შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", სს "თბილღვინო", სს "ბაგრატიონი-1882", შპს "კასტელი-საქართველო", შპს "ნიკორა", შპს "სანტე", შპს "რუსთავი-2" და სხვა. პროგრამა ეფექტურად გამოიყენება როგორც საბუღალტრო, ასევე აუდიტორული მიზნებითაც.

1998 წელი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ რამდენიმე ათეულ საწარმოსთან, მათ შორის შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია"-სთან ("GWS") და შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია"-სთან ("Frontera Eastern Georgia").

1999 წლის მარტი - აიღო ლიცენზია სადაზღვევო აუდიტში.

1999 წლის 6 სექტემბერი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს "ააფ-მენეჯმენტი" (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა მმართველობით კონსალტინგში და საგამომცემლო ბიზნესში. ამ ფირმის ბაზაზე გამოიცემა ყოველთვიური პროფესიონალური ჟურნალი ფინანსური სფეროს სპეციალისტებისათვის "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები" (გამოდის 2000 წლის იანვრიდან) და ყოველკვარტალური ჟურნალი მენეჯერებისათვის "ბიზნესი და მენეჯმენტი" (გამოდის 2004 წლის აპრილიდან). ეს ჟურნალები ვრცელდება მთელს საქართველოში.

1999 წლის ნოემბერი - ჩაატარა სააქციო საზოგადოება "თბილღვინო"-ს კონვერსია (აღრიცხვა-ანგარიშგების გადაყვანა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით). ეს იყო ერთ-ერთი პირველი სრულად ჩატარებული კონვერსია საქართველოში. შემდგომში, 2000-2001 წლებში შპს აუდიტურმა კონცერნმა "ცოდნისა"-მ ჩაუტარა კონვერსია რამდენიმე ათეულ საწარმოს, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიც - სს "გერგეთი", სს "ინფოკომი" და შპს "საქაერონავიგაცია".

1999 წლის ნოემბერი - გაფორმებული იქნა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე იტალიურ (ტრანსნაციონალურ) სახელმწიფო კონცერნთან "SAIPEM"-თან.

2000 წლის თებერვალი - ჩაატარა სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელის" ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობის ექსპერტიზა ინვესტორთა დაკვეთით.

2000 წლის მაისი-2001 წლის მარტი - გაწეული იქნა საკონსულტაციო მომსახურება "თბილავიამშენი"-სათვის, რომლის მსვლელობისას მოხდა ამ საწარმოში "ინფო ბუღალტერის" დანერგვა და ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაცია.

2001 წლის დეკემბერი-2002 წლის თებერვალი - საერთაშორისო აუდიტურ კომპანიასთან "MAZARS"-თან ერთად ერთობლივად ჩატარებული იქნა შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის" საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება.

2002 წლის აპრილი შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" გახდა გამარჯვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისათვის აუდიტური კომპანიების შერჩევის მიზნით.

2002 წლის ივნისი - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" გახდა პირველი ქართული აუდიტური კომპანია, რომელმაც საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი წლიური ფინანსური ანგარიშგება.

2002 წლის 31 დეკემბერი - დააფუძნა შვილობილი აუდიტური კომპანია შპს "ააფ-კონსალტინგი" (წილობრივი მონაწილეობა - 100%), რომელიც სპეციალიზდება საწარმოთა ფინანსურ კონსალტინგში და ბუღალტრულ მომსახურებაში. დღეისათვის ეს კომპანია ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ისეთ საწარმოებს, როგორიცაა "თბილღვინო", "სენტა პეტროლიუმი" და "მობიტელი".

2003 წლის დეკემბერი - აიღო ლიცენზია საბანკო აუდიტში.

2004 წლის თებერვალი - შეადგინა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ავიახაზების" სალიკვიდაციო ბალანსი.

2004 წლის 16 აპრილი - დააფუძნა შვილობილი საწარმო შპს "სოფტ-ინფო" (წილობრივი მონაწილეობა - 82,5%), რომელიც სპეციალიზდება ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. ამჟამად ამ ფირმის მიერ ხდება ელექტრონული საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზის - "ინფო კონსულტანტის" გავრცელება საქართველოში.

2004 წლის მაისი - ჩაატარა შპს "საქაერონავიგაციის" ძირითადი საშუალებებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული ინვენტარიზაცია.

2004 წლის ივნისი - შეადგინა სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება.

2004 წელი - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს კონსოლიდირებულმა ამონაგებმა (ფასს-ებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით) დღგ-ის გარეშე შეადგინა 426 300 ლარი.

2005 წელი - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" საქართველოს პარლამენტთან არესებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო ათეულში.

2006 წლის აგვისტო - ჩაატარა სსიპ "საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის" 2005 წლის აღრიცხვა-ანგარიშგების აუდიტი.

2006 წლის დეკემბერი - დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე მიღწეული იქნა შეთანხმება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ. ამჟამად შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს რეგისტრირებული და შევსებული საწესდებო კაპიტალი ტოლია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართულ აუდიტურ კომპანიებს შორის.

2006 წელი - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" საქართველოს პარლამენტთან არესებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით, პირველად შევიდა ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო ხუთეულში.

2007 წლის ნოემბერი - გაიხსნა წარმომადგენლობა ქ. ბათუმში.

2007 წელი - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს კონსოლიდირებულმა ამონაგებმა (ფასს-ებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით) დღგ-ის გარეშე პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ლარს.

2007-2008-2009 წლები - შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა", ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლების მიხედვით (საერთაშორისო აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების გაუთვალისიწენბლად) მუდმივად ხვდება ქართული აუდიტური კომპანიების საუკეთესო ხუთეულში.

2010 წელი - შპს "ცოდნისა"-მ მოიგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ოთხი უმსხვილესი სსიპ-ის ("სამოქალაქო რეესტრი", "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო", "აღსრულების ეროვნული ბიურო" და "საქართველოს ეროვნული არქივი") აუდიტზე და ჩაატარა მათი აუდიტორული შემოწმება.

2010 წლის აპრილი - შპს "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ-კონსალტინგი"-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ნინო კალანდია.

2010 წლის ივლისი - შპს "ააფ-მენეჯმენტის"-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა ფრიდონ ალშიბაია.

ჩვენი ბიზნესი ლეგალურია;
ჩვენი პრინციპულობა - ცნობილი;
ჩვენი საქმიანი გამოცდილება - მრავალფეროვანი;
ჩვენი წარმატებები - რეალური.

ითანამშრომლეთ ჩვენთან!